top of page

ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც Silk Road Logistics-მა შეუძლებელი შეძლო და პირველმა გაჭრა კომერციული სახმელეთო გზა საქართველოდან ჩინეთში. მას შემდეგ, რაც ქართული ღვინით დატვირთულმა პირველმა ავტომობილებმა წარმატებით ჩააღწიეს დანიშნულების ადგილს, ჩვენ შევქმენით სრულყოფილი ლოგისტიკური ციკლი და ჩინეთიდან იმპორტის მიმართულებაც ავითვისეთ.
 

დღეს Silk Road Logistics წარმოადგენს ყველაზე სტაბილურ და სწრაფ სახმელეთო გადაზიდვების ქსელს აზია-საქართველოს მიმართულებით. ჩვენი გუნდი, რომელიც 200-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, უზრუნველყოფს ტვირთის მიწოდებას 20 დღის ვადაში.
 

ჩვენი უპირატესობები:

  • სრული კონტროლი: საკუთარი საწყობები გუანჯოუსა და ივუში, საკუთარი ავტოპარკი და წარმომადგენლობა ყველა ეტაპზე.

  • პირდაპირი ხაზი: გადაზიდვები შუამავლების გარეშე.

  • სტაბილურობა: 10-წლიანი გამოცდილება და სისტემური ნდობა, რაც პანდემიის რთულ პერიოდშიც დავამტკიცეთ.

  • სერვისების სრული სპექტრი: საბაჟო-საბროკერო მომსახურება და ადგილზე მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ აზიასა და ევროპას შორის მთავარ სატრანზიტო ხიდად.

დაგვიკავშირდით 

ვ. დოლიძის 5ა, თბილისი

დავით მამულაძის 31, ბათუმი

თბილისი
(+995) 511 41 77 99
(+995) 596 30 00 22
sales@silkroadlogistics.com

ბათუმი:
(+995) 598 03 77 99
(+995) 598 01 77 99
bt@silkroadlogistics.com

  • Facebook
  • Youtube
  • LinkedIn
  • Instagram
პარტნიორი კომპანია
bottom of page